Science 37-ის ინტერნეტზე დაფუძნებული და მობილური აპლიკაციის პლატფორმის გამოყენება თქვენ მიერ ნიშნავს ამ წესებისა და პირობების მიღებას. თქვენ მოგეცათ წვდომა Science 37-ის ინტერნეტზე დაფუძნებული ან/და მობილური აპლიკაციის პლატფორმაზე, რათა ხელი შეეწყოს თქვენს მონაწილეობას კლინიკურ კვლევაში. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ყურადღებით გაეცანით ამ წესებსა და პირობებს, კერძოდ კი, იმ ნაწილებს, რომლებიც ეხება პასუხისმგებლობის უარყოფას, ლიცენზიების შეზღუდვებს, თქვენს წარმომადგენლობასა და გარანტიებს, პასუხისმგებლობის შეზღუდვას, ზარალის ანაზღაურებასა და მოქმედ კანონს, რომლებიც ტექსტში გამოვყავით, ხაზი გავუსვით ან გავამუქეთ, რათა მიგვეპყრო თქვენი ყურადღება. ამ წესებისა და პირობების უარყოფამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კვლევაში თქვენი მონაწილეობის მიღების უფლებამოსილებაზე.
ვინ ვართ ჩვენ და ინფორმაცია ამ შეთანხმების შესახებ
Science 37, Inc-ი (ერთობლივად მოიხსენიება როგორც "Science 37-ი" ან "ჩვენ") გიადვილებთ მონაწილეობის მიღებას კლინიკურ კვლევაში, Science 37-ის ინტერნეტზე დაფუძნებული ან/და მობილური აპლიკაციის პლატფორმის ("პლატფორმა") ლიცენზიის გაცემით თქვენს სახელზე. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ Science 37-ის პლატფორმა, როგორც კლინიკური კვლევის ნაწილი (”კვლევა”), რომელშიც მონაწილეობაზე გამოხატეთ ინტერესი. ეს წესები და პირობები ("წესები და პირობები") ქმნიან იურიდიულ შეთანხმებას Science 37-სა და თქვენს, როგორც ინდივიდუალურ პირს შორის ("თქვენ" და "თქვენი") პლატფორმასა და სერვისზე წვდომასა და გამოყენებასთან დაკავშირებით. პლატფორმით უზრუნველყოფა ამ წესებსა და პირობებში მოიხსენიება, როგორც ”სერვისი”.
Science 37-ის როლი შემოიფარგლება ამ პლატფორმისა და სერვისის თქვენთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. Science 37-ი დამოუკიდებელია კლინიკური კვლევის სპონსორისაგან, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერებისგან და სხვა პერსონალისგან, რომლებიც მომავალში შემოგთავაზებენ კვლევასთან დაკავშირებულ მომსახურებებს ამ სერვისის საშუალებით. Science 37-ი არ არის პასუხისმგებელი და ვერ აგებს პასუხს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა პერსონალის ქმედებებზე, უმოქმედობებზე ან მათ მიერ განხორციელებული კომუნიკაციების რაიმე შინაარსზე. ამ პლატფორმისა და სერვისის უზრუნველყოფით, Science 37-ი არ იძლევა სამედიცინო ან ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ რაიმე რჩევას ან მომსახურებას.
თქვენი კონფიდენციალურობა
ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერ პირად ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით პლატფორმისა და სერვისის გამოყენებისას, ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული გზებით. ჩვენ ამ მონაცემებს სხვაგვარად არ ვიყენებთ.
თუ პლატფორმას აპლიკაციების მაღაზიიდან ჩამოტვირთავთ, შესაძლოა ამ აპლიკაციების მაღაზიის პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდებოდეს თქვენზე. ჩვენ გირჩევთ წაიკითხოთ შესაბამისი აპლიკაციების მაღაზიის წესები და პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც იყენებთ პლატფორმის ჩამოსატვირთად, რათა გაიგოთ მათი პირობები და ის, თუ როგორ იყენებენ ისინი თქვენს პირად ინფორმაციას.
პლატფორმის მხარდაჭერა
თუ გსურთ შეიტყოთ უფრო მეტი პლატფორმის შესახებ ან გჭირდებათ დახმარება პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე: techsupport@science37.com.
თქვენ უნდა იყოთ 13 წლის (ან თქვენს ქვეყანაში ან საცხოვრებელ ადგილას მიღებული ექვივალენტური მინიმალური ასაკის) ან მეტის, რომ მიიღოთ ეს წესები და პირობები და გამოიყენოთ პლატფორმა.
თუ ლეგალურად თქვენ არ ხართ ქმედუნარიანი (მაგალითად, რადგან არასრულწლოვანი ბრძანდებით), რათა მიიღოთ ეს წესები და პირობები, მაშინ, გთხოვთ, წაიკითხოთ ეს წესები და პირობები თქვენს კანონიერ მეურვესთან ერთად და გამოიყენოთ პლატფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დათანხმდებიან თქვენ მიერ ამ პლატფორმის გამოყენებაზე და წესებისა და პირობების მიღებაზე.
როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ პლატფორმა
ამ წესებისა და პირობების შესრულებაზე თანხმობის სანაცვლოდ, თქვენ შეგიძლიათ:
(i) გადმოწეროთ პლატფორმის ასლი თქვენს მობილურ მოწყობილობაზე და დაათვალიეროთ, გამოიყენოთ და აჩვენოთ პლატფორმისა და სერვისის გამოსახულება ისეთ მოწყობილობაზე, რომელიც მხოლოდ თქვენი პირადი მიზნებისთვის არის განკუთვნილი; და
(ii) მიიღოთ და გამოიყენოთ ნებისმიერი დამატებითი პროგრამული კოდი ან პლატფორმის განახლებები, რომლებიც მოიცავს "პაჩებს" და შეცდომების შესწორებებს, რომლებსაც ჩვენ თქვენთვის ხელმისაწვდომს გავხდით.
თქვენ არ შეგიძლიათ გადასცეთ პლატფორმა სხვა პირს.
ამ წესებისა და პირობების მიღების სანაცვლოდ, ჩვენ პირადად გაძლევთ უფლებას გამოიყენოთ პლატფორმა და სერვისი ისე, როგორც ეს ზემოთ არის მოცემული. თქვენ არ შეგიძლიათ სხვაგვარად გადასცეთ პლატფორმა ან სერვისი სხვა პირს.
პლატფორმის განახლებები და ცვლილებები სერვისში
დროდადრო შეიძლება ავტომატურად განვაახლოთ ან შევიტანოთ ცვლილებები პლატფორმაში ან/და სერვისში მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, ოპერაციულ სისტემაში ცვლილებების ასახვის მიზნით ან უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად. ალტერნატივის სახით, ამ მიზეზების გამო შეიძლება მოგთხოვოთ პლატფორმის განახლება.
თუ გადაწყვეტთ არ დააინსტალიროთ ამგვარი განახლებები ან უარს იტყვით ავტომატურ განახლებებზე, მაშინ ვეღარ შეძლებთ პლატფორმისა და სერვისის გამოყენების გაგრძელებას.
თუ ტელეფონი ან მოწყობილობა, რომელსაც იყენებთ, ეკუთვნის სხვა პიროვნებას
თუ პლატფორმას ჩამოტვირთავთ ნებისმიერ ტელეფონზე ან სხვა მოწყობილობაზე, რომელსაც თქვენ არ ფლობთ, ამისათვის უნდა გქონდეთ მფლობელის ნებართვა. თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ამ წესებისა და პირობების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, ფლობთ თუ არა იმ ტელეფონს ან სხვა მოწყობილობას, რომელზეც ჩამოტვირთეთ პლატფორმა.
შეზღუდვები ლიცენზიაზე
თქვენ ეთანხმებით იმას, რომ არ:
(i) დააკოპირებთ პლატფორმას, გარდა ამ ლიცენზიით პირდაპირ დაშვებული შემთხვევებისა;
(ii) არ მოახდენთ პლატფორმის შეცვლას, თარგმნას, ადაპტირებას ან სხვაგვარად წარმოებულ სამუშაოებს ან გაუმჯობესებებს, იმის მიუხედავად იქნება ეს დაპატენტებული თუ არა;
(iii) არ მოახდენთ რეკონსტრუირებას, ნაწილებად დაშლას, დეკომპილირებას, დეშიფრაციას; აგრეთვე, არ შეეცდებით სხვაგვარად პლატფორმის ან მის რომელიმე ნაწილში არსებული კოდის მოპოვებას ან წვდომის მიღებას;
(iv) არ მოახდენთ პლატფორმიდან რაიმეს ამოღებას, წაშლას, შეცვლას ან ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის ან საავტორო უფლებების დაფარვას, პატენტის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების ან საკუთრების უფლების შესახებ შეტყობინებების დაფარვას, მათ შორის მათი ნებისმიერი ასლის შესახებ;
(v) არ მოახდენთ გაქირავებას, იჯარით გაცემას, გასესხებას, გაყიდვას, გასხვისებას, გაცემას, განაწილებას, გამოქვეყნებას, გადაცემას, ან არ გახდით პლატფორმას სხვაგვარად ხელმისაწვდომს, ან მის ნებისმიერ მახასიათებელს ან ფუნქციას ნებისმიერი მესამე მხარისთვის რაიმე მიზეზით, მათ შორის პლატფორმის ინტერნეტში ხელმისაწვდომად გახდომის გზით, სადაც ნებისმიერ დროს მასზე შეიძლება წვდომა ჰქონდეს ერთზე მეტ მოწყობილობას ; ან
(vi) არ მოახდენთ წაშლას, გამორთვას, გვერდის ავლით ან სხვაგვარად არ შექმნით ან არ განახორციელებთ პლატფორმის დაცვაში ჩანერგვას ან მის დაცულ ასლში, უფლებების მენეჯმენტში ან უსაფრთხოების მახასიათებლებში ან პლატფორმის დაცვაში.
თქვენი განაცხადები და გარანტიები
პლატფორმის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით შემდეგს:
(i) თქვენ არ გამოიყენებთ პლატფორმას ან სერვისს რაიმე უკანონო ფორმით, უკანონო მიზნისთვის ან ამ პირობებთან რაიმე შეუსაბამო ფორმით, აგრეთვე არ იმოქმედებთ თაღლითურად ან ცუდი განზრახვით, მაგ. ჰაკერული ან მავნე კოდის ჩასმის გზით, მაგ. ვირუსების ან მავნე მონაცემების ჩასმით პლატფორმაში ან სერვისში;
(ii) თქვენ არ დაარღვევთ ჩვენს უფლებებს ინტელექტუალურ საკუთრებაზე ან მესამე პირების უფლებებს პლატფორმის ან სერვისის თქვენ მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით;
(iii) თქვენ არ გადასცემთ რაიმე ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ ან სხვაგვარ უთანხმოების გამომწვევ მასალას თქვენ მიერ პლატფორმის ან სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებით;
(iv) თქვენ არ გამოიყენებთ პლატფორმას ან სერვისს ისე, რომ დაზიანდეს, გამოირთოს, გადაიტვირთოს, შეფერხდეს ან საფრთხეში აღმოჩნდეს პლატფორმის ან სერვისის უსაფრთხოება ან ხელი შეეშალოს სხვა მომხმარებლებს; აგრეთვე
(v) თქვენ არ შეაგროვებთ და არ მოიპოვებთ რაიმე ინფორმაციას ან მონაცემებს სერვისიდან.
უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე
მთელ მსოფლიოში ყველა უფლება ინტელექტუალურ საკუთრებაზე პლატფორმასთან და სერვისთან დაკავშირებით ეკუთვნის Science 37-ს, ხოლო პლატფორმაში და სერვისში არსებული უფლებები ლიცენზიით გადმოგეცემათ თქვენ (არ იყიდება). თქვენ არ გაგაჩნიათ უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე, ან პლატფორმასა თუ სერვისზე, გარდა მათი გამოყენების უფლებისა, ამ წესებისა და პირობების შესაბამისად.
შეწყვეტა
თუ ამ წესებსა და პირობებს დაარღვევთ, პლატფორმით ან/და სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა შეგიწყდებათ. ეს ქმედებები ემატება Science 37-ის სხვა ნებისმიერ უფლებასა თუ სამართლებრივი დაცვის საშუალებას, რაც კი შეიძლება ჰქონდეს Science 37-ს კანონიერად.
თქვენ შეგიძლიათ წინამდებარე წესებისა და პირობების შეწყვეტა პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების შეჩერებით.
ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ წინამდებარე წესები და პირობები ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერი მიზეზეთ ან უმიზეზოდ.
შეწყვეტისას:
თქვენთვის მონიჭებული ყველა უფლება, რომელიც მოგეცათ ამ წესებისა და პირობების თანახმად, ასევე შეგიწყდებათ; თქვენ უნდა დაასრულოთ პლატფორმის ყოველგვარი გამოყენება და წაშალოთ აპლიკაცია მობილური მოწყობილობიდან. Science 37-ი გააუქმებს თქვენს პლატფორმისადმი დაშვების უფლებას.
თქვენ მიერ პლატფორმისა და სერვისის გამოყენების შეწყვეტა არ შეზღუდავს Science 37-ის არცერთ უფლებას ან სამართლებრივი დაცვის საშუალებას კანონიერად თუ სამართლიანობის ნორმების შესაბამისად.
გარანტიების უარყოფა. პლატფორმა მოგეწოდებათ ისე "როგორც არის", ყველა შეცდომითა და დეფექტით, ყოველგვარი სახის გარანტიის გარეშე. მაქსიმალური ნებადართული ხარისხით მოქმედი კანონის თანახმად, SCIENCE 37-ი მკაფიოდ აცხადებს უარს ყველა გარანტიაზე, გამოხატულია, ნაგულისხმევია, დადგენილია კანონით, თუ სხვაგვარად და შეეხება პლატფორმას, სავაჭრო ვალდებულებების ყოველგვარი ნაგულისხმევი გარანტიის, კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის, დარღვევებისა და გარანტიების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას გარიგების, შესრულების, გამოყენების შედეგად ან სავაჭრო პრაქტიკის განხორციელებისას. ზემოაღნიშნულის შეზღუდვის გარეშე, SCIENCE 37-ი არ იძლევა არანაირ გარანტიას და არ იღებს ვალდებულებას, აგრეთვე არ აკეთებს რაიმე სახის განაცხადს იმის შესახებ, რომ პლატფორმა დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, მიაღწევს ნებისმიერ დასახულ შედეგს, იქნება შესაბამისობაში ან იმუშავებს სხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან, აპლიკაციასთან, სისტემასთან ან სერვისთან, იმუშავებს შეფერხების გარეშე, დააკმაყოფილებს ნებისმიერი სტანდარტის ეფექტურობასა და საიმედოობას, ან იქნება ყოველგვარი შეცდომების გარეშე, ანდა, რომ ნებისმიერი შეცდომა ან ხარვეზი გამოსწორდება ან შესაძლოა გამოსწორდეს.
ზემოთ ჩამოთვლილის მიუხედავად, არაფერი ამ წესებსა და პირობებში არ გამორიცხავს და არ ზღუდავს, რომელიმე მხარის პასუხისმგებლობას სხვათა გარდაცვალების ან პირადი დაზიანების შემთხვევებში, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს დაუდევრობის, თაღლითობების ან თაღლითური გზით შეცდომაში შეყვანის შედეგად, ან სხვა პასუხისმგებლობას, რომლის აკრძალვა ან შეზღუდვა არ შეიძლება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
ზოგიერთი იურისდიქცია არ იძლევა გარკვეული გარანტიების უარყოფის საშუალებას, ამიტომ მათი ნაწილი ან ყველა შეზღუდვა, რომელიც ჩამოთვლილია ზემოთ, შეიძლება თქვენ საერთოდ არ გეხებოდეთ.
პლატფორმის უსაფრთხოება. თქვენ გესმით და ეთანხმებით იმას, რომ პლატფორმა, ისევე, როგორც სხვა მრავალი ინტერნეტ პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები, შეიძლება დაექვემდებაროს უსაფრთხოების პრობლემებს (მათ შორის, ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ მომხმარებლის მიერ გამოწვეული უსაფრთხოების საკითხებით, ქსელის მომსახურების ხარისხით, სოციალური გარემოთი, ვირუსებით, ე. წ. "ტროანული" ვირუსული პროგრამებით, მავნე პროგრამებით და ა.შ. .) Science 37-ი არ არის პასუხისმგებელი და ვერ უზრუნველყოფს ყველა მონაცემის გადაცემის უსაფრთხოებას, რომელიც თქვენ ან თქვენმა მობილურმა მოწყობილობამ განახორციელა არაუსაფრთხო ინტერნეტ კავშირების გამოყენებით. თქვენ ეთანხმებით პლატფორმის გამოყენებისას მოსალოდნელ გარდაუვალ გავლენებს, აგრეთვე, გირჩევთ, მიიღოთ უსაფრთხოების ზომები თქვენი მოწყობილობის დასაცავად (მაგალითად, გირჩევთ განახლებული ანტივირუსული სისტემების დაყენებას).
პასუხისმგებლობის შეზღუდვა. მაქსიმალური ნებადართული ხარისხით მოქმედი კანონის თანახმად, არცერთ შემთხვევაში SCIENCE 37-ს არ ეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიქმნება ან დაუკავშირდება თქვენ მიერ პლატფორმის, კონტენტის ან/და სერვისების გამოყენების შესაძლებლობას, თუ შეუძლებლობას და გამოიწვევს:
პირად დაზიანებას, ქონებრივ ზარალს, მოგების დაკარგვას, შემცვლელი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გაზრდას, მონაცემთა დაკარგვას, შემოსავლის დაკარგვას, ბიზნესის შეწყვეტას, კომპიუტერთან დაკავშირებულ პრობლემებს ან მის გაუმართაობას, ან რაიმე სხვა სავარაუდო, შემთხვევით, ირიბ, სამაგალითო, სპეციფიკურ ან საჯარიმო დაზიანებებს.
ზემოთ მოცემული შეზღუდვები იმოქმედებს, თუ ამგვარი ზიანი წარმოიშობა შეთანხმების დარღვევის, სამართალდარღვევის (უგულებელყოფის ჩათვლით) ან სხვა რამის გამო, და იმისდა მიუხედავად, რომ ასეთი ზიანი იყო მოსალოდნელი, ან SCIENCE 37-ი იყო გაფრთხილებული ასეთი ზიანის შესაძლო წარმოქმნის შესახებ. ზოგიერთი იურისდიქცია არ იძლევა გარკვეული გარანტიების უარყოფის საშუალებას, ამიტომ მათი ნაწილი ან ყველა შეზღუდვა, რომელიც ჩამოთვლილია ზემოთ, შეიძლება თქვენ საერთოდ არ გეხებოდეთ.
ანაზღაურება. თქვენ ეთანხმებით ზარალის ანაზღაურებას, დაცვას და Science 37-ისა და მისი ოფიციალური პირების, დირექტორების, თანამშრომლების, აგენტების, შვილობილი კომპანიების, მემკვიდრეებისა და უფლებამოსილი პირების დაცვასა და არიდებას ნებისმიერი ზარალისგან, ზიანისგან, პასუხისმგებლობისგან, დეფიციტისგან, საჩივრებისგან, მოქმედებისგან, განჩინებისგან, ანგარიშსწორებისგან, პროცენტისგან, ანაზღაურებისგან, ჯარიმებისგან, შტრაფების ანაზღაურებისგან, რაიმე გადასახადებისგან, ნებისმიერი სახის ხარჯებისგან, მათ შორის, ადვოკატის გონივრული საკომისიოსგან, რომელთანაც ურთიერთობა წარმოიქმნება პლატფორმის ან მომსახურების გამოყენების ან ბოროტად გამოყენების ან ამ წესებისა და პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, მათ შორის (მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება) იმ კონტენტისგან, რომელსაც თქვენ წარადგენთ ან გახდით ხელმისაწვდომს ამ პლატფორმის საშუალებით.
ხელშეკრულების დებულებების ავტონომიურობა. თუ ამ წესებისა და პირობების ნებისმიერი დებულება უკანონოა ან არ არის განხორციელებადი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დებულების გარკვეულ ნაწილში შეტანილი იქნება ცვლილებები, რათა რაც შეიძლება ზუსტად მიღწეულ იქნას თავდაპირველი პირობის ეფექტი, და ამ წესებისა და პირობების ყველა სხვა დებულება გააგრძელებს ყოფნას სრულ ძალაში.
მოქმედი კანონი. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება აშშ-ს კალიფორნიის შტატის შიდა კანონმდებლობით და ყოველგვარი არჩევანის ან დებულებისა თუ წესის კოლიზიური სამართლის გათვალისწინების გარეშე. ნებისმიერი სამართლებრივი სარჩელი, მოქმედება ან საქმის წარმოება, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია ამ წესებსა და პირობებთან ან პლატფორმასთან, უნდა აღიძრას მხოლოდ კალიფორნიის შტატის სასამართლოებში. თქვენ უარს აცხადებთ ყოველგვარ წინააღმდეგობაზე, ამგვარი სასამართლოების მიერ თქვენზე იურისდიქციის გავრცელებაზე და ამ სასამართლოების ჩატარების ადგილზე.
სრული შეთანხმება. ეს წესები და პირობები და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს სრულ შეთანხმებას თქვენსა და Science 37-ს შორის პლატფორმასა და სერვისთან დაკავშირებით და ჩაენაცვლება ყველა წინა ან ერთდროულ გარიგებასა და შეთანხმებას, იქნება ეს წერილობითი თუ ზეპირი და პლატფორმასთან დაკავშირებული.
უარის თქმა. არცერთი მხარის მიერ ნებისმიერი უფლების ან ნებისმიერი უფლებამოსილების განხორციელების შეუსრულებლობა და განხორციელების შეფერხება არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც უარის თქმა, და არც რაიმე უფლების ან უფლებამოსილების სრული ან ნაწილობრივი განხორციელება არ უნდა უშლიდეს ხელს ქვემოთ მოცემული ნებისმიერი სხვა უფლების გამოყენებას. ამ წესებს და პირობებს, აგრეთვე ნებისმიერი მოქმედი შესყიდვის ან სხვა პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე წესებსა და პირობებს.
ხელშეკრულების პირობების განახლება. ეს წესები და პირობები შეიძლება დროდადრო განახლდეს. პლატფორმის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ყველა განახლებული პირობის მიღებას. თუ არ ეთანხმებით განახლებულ წესებსა და პირობებს, თქვენ უნდა შეწყვიტოთ პლატფორმის გამოყენება.
დაგვიკავშირდით
თუ თქვენ გაგაჩნიათ რაიმე შეკითხვები ამ წესებსა და პირობებთან დაკავშირებით ან გჭირდებათ შეტყობინების გამოგზავნა ან დაკავშირება Science 37-თან, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. მისამართზე: Legal@Science37.com.