Skip to main content

ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული და მობილური აპლიკაციის პლატფორმის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2021 წლის, 25 მაისი

შესავალი

Science 37, Inc-ი. (“Science 37,'' ,,ჩვენ’’), იღებს ვალდებულებას დაიცვას თქვენი ინფორმაცია. ამავე მიზნით, გვსურს დეტალურად გაგაცნოთ ის, თუ როგორ ვახდენთ თქვენი ინფორმაციის დამუშავებას Science 37-ის ინტერნეტ ტექნოლოგიებითა ან/და მობილური აპლიკაციის პლატფორმით (“პლატფორმა”), რომელსაც გთავაზობთ კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის მიღების გამარტივების მიზნით. Science 37-ის პლატფორმის კონფიდენციალურობის პოლიტიკა (“კონფიდენციალურობის პოლიტიკა”) აღწერს იმას, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ თქვენს პირად ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენს პლატფორმასთან ურთიერთქმედების განმავლობაში. ეს ხდება მონაცემთა დამუშავების პრაქტიკისაგან განცალკევებით, რომელიც აღწერილია სპონსორის მიერ, ინფორმირებული თანხმობის ფორმაში. 

სპონსორები იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ რა სახის პირადი ინფორმაცია შეგროვდეს, როგორ მოხდეს ამ ინფორმაციის, როგორც კლინიკური კვლევის ნაწილის, გამოყენება და გამჟღავნება. თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავებისა და თქვენი მონაცემების დაცვის უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, და იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიმართოთ კვლევასთან დაკავშირებული კითხვებით, გთხოვთ გაეცნოთ, შესაბამისი ინფორმირებული თანხმობის ფორმის კონფიდენციალურობის სექციას.

ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში „პირადი ინფორმაცია“ გულისხმობს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია ან პირდაპირ თუ ირიბად გონივრული ასოცირება კონკრეტულ პიროვნებასთან.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ

პლატფორმის მომხმარებლის ანგარიშების შესაქმნელად, სპონსორის მოთხოვნით ჩვენ ვაგროვებთ შემდეგი სახის პირად ინფორმაციას:

  • თქვენს სახელს და ელ. ფოსტის მისამართს

  • თქვენი ენის პრეფერენციებსა და დროის სარტყელს

როგორ ვახდენთ თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვებას

ჩვენ შევაგროვებთ თქვენს პირად ინფორმაციას, თქვენს მიერ პლატფორმის ფორმების შევსების შემდეგ. ასევე, ინფორმაციის შეგროვება შეგვიძლია ჩვენთან მიმოწერის დროს (მაგალითად: ელ. ფოსტის მეშვეობით) და თქვენს მიერ პლატფორმასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ მოხსენების წარდგენის შემთხვევაში.

ჩვენ უნდა შევაგროვოთ პირადი ინფორმაცია, რათა შევძლოთ მოთხოვნილი პლატფორმის სერვისების მოწოდება. თუ თქვენ არ მოგვაწვდით საჭირო ინფორმაციას, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენთვის მომსახურების გაწევას. თუ თქვენ გაამხელთ სხვა ადამიანის პირად ინფორმაციას ჩვენთან ან ჩვენს პლატფორმასთან დაკავშირებული სერვისის მომწოდებლებთან, თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ ამის უფლებამოსილება და გვრთავთ ნებას გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

როგორ ვიყენებთ და ვამჟღავნებთ თქვენს პირად ინფორმაციას

გამოყენება

ჩვენ ვიყენებთ პირად ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ იურიდიული, სახელშეკრულებო და ბიზნეს მიზნებისთვის, რაც დაკავშირებული არის კლინიკურ კვლევებში თქვენს მონაწილეობასთან. ეს მოიცავს მაგალითად: პირადი ინფორმაციის შეგროვებას მომსახურებასთან დაკავშირებული მიზნებისთვის (როგორიც არის მაგალითად: თქვენი, როგორც მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაცია და პლატფორმის უსაფრთხოების შენარჩუნება), შესაბამისობის უზრუნველყოფას (თქვენმა ადგილმდებარეობამ შესაძლოა განსაზღვროს ის, თუ რა კანონები და რეგულაციები ვრცელდება თქვენზე), და ენის პარამეტრების მორგების უზრუნველყოფას.

ჩვენ და ჩვენი სერვისის მომწოდებლები პირად ინფორმაციას ვიყენებთ შემდეგი მიზნებისთვის:

  • პლატფორმის ფუნქციონალურობის უზრუნველსაყოფად და თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად.

  • რომ შევძლოთ პლატფორმის ისეთი ფუნქციების მხარდაჭერა, როგორიც არის: თქვენს ანგარიშთან წვდომა და თქვენთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველყოფა.

  • რომ გიპასუხოთ და შევასრულოთ თქვენი თხოვნები, როდესაც თქვენ გვიკავშირდებით ჩვენი ერთ-ერთი საკონტაქტო ონლაინ ფორმის საშუალებით ან სხვაგვარად, მაგალითად, როდესაც გვიგზავნით შეკითხვებს, შეთავაზებებს/წინადადებებს, კომპლიმენტებს ან საჩივრებს.

  • რომ მოგაწოდოთ ისეთი სახის ადმინისტრაციული ინფორმაცია, როგორიცაა ჩვენი წესების, პირობების, პოლიტიკისა და პლატფორმის ცვლილებები.

ჩვენ ჩავერთვებით ამ საქმიანობაში, რომ შევძლოთ თქვენთან ხელშეკრულებით განსაზღვრული ურთიერთობის განხორციელება ან/და შევასრულოთ სამართლებრივი ვალდებულებები.

  • ჩვენი ბიზნეს მიზნების განსახორციელებლად.

  • პლატფორმის უსაფრთხოების ადმინისტრირებისა და დაცვისთვის, მათ შორის პრობლემების აღმოსაფხვრელად, მონაცემთა ანალიზისა და სისტემის შესამოწმებლად.

  • მონაცემთა ანალიზისთვის; მაგალითად: პლატფორმის გამოყენების ტენდენციების შესაფასებლად, პლატფორმის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.

  • აუდიტების უზრუნველსაყოფად, რათა დადასტურდეს ჩვენი შიდა პროცესების სათანადო ფუნქციონირება, და გადამოწმდეს არის, თუ არა შესაბამისობაში იურიდიულ, მარეგულირებელ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

  • თაღლითობის პრევენციისთვისა და თაღლითობისგან უსაფრთხოების მონიტორინგისთვის, მაგალითად: კიბერშეტევებისა და პერსონალური ინფორმაციის მოპარვის მცდელობების გამოვლენისა და პრევენციისათვის.

  • ახალი პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებისათვის.

  • ჩვენი ამჟამინდელი პროდუქციისა და მომსახურების გაძლიერების, გაუმჯობესების, აღდგენის, შენარჩუნების ან მოდიფიცირებისთვის, ასევე, ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზომების მისაღებად.

 ჩვენ ვერთვებით ამ საქმიანობაში თქვენთან ჩვენი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობებისა და იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად ან/და ჩვენი კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე.

  • პირადი ინფორმაციის გაერთიანებისა ან/და ანონიმურობისთვის.

  • ჩვენ შესაძლოა გავაერთიანოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ან/და გავხადოთ ანონიმური, ისე რომ, ის აღარ ჩაითვალოს პირად ინფორმაციად. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ სხვა მონაცემები, რომელსაც გამოვიყენებთ და გავამჟღავნებთ ნებისმიერი მიზნისთვის, რადგან ის აღარ მოახდენს თქვენი ან სხვა პიროვნების იდენტიფიცირებას. მაგალითად: ჩვენ შესაძლოა გავაერთიანოთ მონაცემთა გამოყენება, რომ განვსაზღვროთ ის, თუ როგორ ხდება პლატფორმის მომხმარებლების წვდომა პლატფორმის კონკრეტულ ფუნქციაზე, მომავალი გაუმჯობესების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

გამჟღავნება

ჩვენი მომსახურების ხელშეწყობისთვის შესაძლოა მოხდეს თქვენი პირადი ინფორმაციის გამჟღავნება მესამე მხარის სერვისის მომწოდებლებისთვის. ეს შესაძლოა იყვნენ მომწოდებლები ისეთი სერვისების, როგორიცაა: ვებ-გვერდის ჰოსტინგი, მონაცემთა ანალიზი, თაღლითობის პრევენცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, მომხმარებელთა მომსახურება, ელ. წერილების მიწოდება, აუდიტის განხორციელება და სხვა სერვისები.

ინფორმაციი სხვაგვარი გამოყენება და გამჟღავნება

ჩვენ ასევე ვიყენებთ და საჭიროების შემთხვევაში თქვენი თანხმობის გარეშე ვამჟღავნებთ თქვენს პირად ინფორმაციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვაქვს სამართლებრივი ვალდებულება ან კანონიერი ინტერესი, მათ შორის:

  • რომ დავემორჩილოთ სასამართლო ბრძანებას, კანონს, რეგულაციას ან სამართლებრივ პროცესებს, მათ შორის; რომ ვუპასუხოთ მთავრობის ან მარეგულირებლის მოთხოვნებს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ არსებულ კანონებს.

  • რომ ვითანამშრომლოთ სახელმწიფო და სამთავრობო სტრუქტურებთან, მათ შორის; რომ შევძლოთ მოთხოვნაზე პასუხის გაცემა ან ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მიგვაჩნია საჭიროდ და მიზანშეწონილად (ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ მყოფ ორგანოებს).

  • რომ ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის, მაგალითად: როდესაც ჩვენ ვასრულებთ სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებსა და ბრძანებებს  ან ვაწვდით იმ ინფორმაციას, რომელსაც ვთვლით მნიშვნელოვნად.

  • სხვა იურიდიული მიზეზების გამო, მათ შორის; ჩვენი ვადებისა და პირობების ან ჩვენი უფლებების, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის ან/და ჩვენი შვილობილი კომპანიების, თქვენი და სხვისი ინტერესების დასაცავად.

  • სავაჭრო და ბიზნეს გარიგებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი თქვენი პირადი ინფორმაციის მესამე მხარისთვის გასამჟღავნებლად ან გადასაცემად, ნებისმიერი რეორგანიზაციის, გაერთიანების, გაყიდვის, ერთობლივი საწარმოს შექმნის, დათმობის, გადაცემის ან სხვაგვარი გასხვისების შემთხვევაში (მათ შორის გაკოტრების ან მსგავს პროცედურებთან დაკავშირებით).

სხვა ინფორმაცია

სხვა ინფორმაცია” არის ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც არ ამჟღავნებს კონკრეტულ ინდივიდს და პირდაპირ არ ეხება იდენტიფიცირებად პიროვნებას. პლატფორმა აგროვებს შემდეგი სახის სხვა ინფორმაციას:

  • ბრაუზერისა და მოწყობილობის შესახებ

  • აპლიკაციის გამოყენების მონაცემების შესახებ

  • პიქსელური ტეგებისა და სხვა ტექნოლოგიების მიერ შეგროვებულ ინფორმაციას

  • გაერთიანებულ ინფორმაციას, რომელიც ვერღარ ახდენს კონკრეტული ინდივიდის იდენტიფიცირებას

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ და გავამჟღავნოთ სხვა ინფორმაცია ნებისმიერი მიზნით, გარდა იმ შემთვევისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია სხვაგვარი მოქცევა. თუ მოქმედი კანონის შესაბამისად, მოგვეთხოვება განვიხილოთ სხვა ინფორმაცია, როგორც პერსონალური, მაშინ ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ და გავამჟღავნოთ ის, იმ მიზნებისათვის, რომლებისთვისაც ვიყენებთ და ვამჟღავნებთ პერსონალურ ინფორმაციას და ისე, როგორც ეს დეტალურად არის განმარტებული წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლებელია გავაერთიანოთ პირადი და სხვა ინფორმაცია. გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ განვიხილავთ კომბინრებულ ინფორმაციას, როგორც პერსონალურს.

პირადი ინფორმაციის გადაცემა და შენახვა

Science 37-ის შტაბ-ბინა მდებარეობს შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა და დამუშვება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება ან სადაც მდებარეობენ ჩვენი სერვისის მომწოდებლები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ და ამ პლატფორმის გამოყენებით ხდება თქვენი ინფორმაციის ქვეყნის გარეთ გადაცემა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს თქვენი ქვეყნისგან განსხვავებული მონაცემთა დაცვის რეგულაციები. გარკვეულ ვითარებაში, ამ სხვა ქვეყნების სასამართლოებს, სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ სააგენტოებსა და უსაფრთხოების ორგანოებს შეიძლება ჰქონდეთ თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომის უფლება.

დამატებითი ინფორმაცია ევროპული ეკონომიკური სივრცის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის შესახებ

ევროპული ეკონომიკური სივრცის (ეეს) ზოგიერთი არაწევრი ქვეყანა აღიარებულია ევროპის კომისიის, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ, რომუზრუნველყონ მონაცემთა დაცვის ადეკვატური დონე მათი სტანდარტების შესაბამისად (ადეკვატური დაცვის მქონე ქვეყნების სრული სია ხელმისაწვდომია აქ ). ევროპული ეკონომიკური სივრციდან, შვეიცარიიდან და გაერთიანებული სამეფოდან იმ ქვეყნებში ტრანსფერებისთვის, რომლებიც ევროკომისიას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, ჩვენ მივმართავთ ისეთ ადეკვატურ ზომებს, როგორიც არის ევროკომისიის მიერ მიღებული სტანდარტული საკონტრაქტო დებულებები პირადი ინფორმაციის დასაცავად. ამ ზომების ასლის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული განყოფილების ,,როგორ დაგვიკავშირდეთ’’ შესაბამისად.

თუ კონფიდენციალურობის შესახებ გაქვთ შეკითხვები, თქვენი პირადი ინფორმაციის გადაცემასთან ან შენახვასთან დაკავშირებით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე: Privacy@Science37.com.
 

მონაცემთა უსაფრთხოება

Science 37-ი ვალდებულია დაიცვას თქვენს მიერ ჩვენთვის გაზიარებული პირადი ინფორმაცია. ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ უსაფრთხოების გონივრული ტექნოლოგიების, პროცედურებისა და ორგანიზაციული ზომების კომბინაცია, რათა დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან ან გამჟღავნებისგან. სამწუხაროდ, მონაცემთა გადაცემის ან შენახვის სისტემა არ შეიძლება იყოს 100%-ით დაცული. თუ თქვენ საფუძველი გაქვთ იფიქროთ, რომ თქვენი ურთიერთობა ჩვენთან აღარ არის უსაფრთხო, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ ქვემოთ მოცემული განყოფილების ,,როგორ დაგვიკავშირდეთ’’ შესაბამისად.

მონაცემთა შენახვა

ჩვენ თქვენს მონაცემებს ვინახავთ საჭირო ან ნებადართული დროის განმავლობაში, იმ მიზნის (-ების) გათვალისწინებით, რომლის განსახორციელებლადაც იქნა მიღებული, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა შენახვის ვადების დასადგენი კრიტერიუმები მოიცავს: 

  • დროის პერიოდს, როდესაც ჩვენთან გაქვთ მუდმივი ურთიერთობა და სარგებლობთ ჩვენი პლატფორმით (მაგალითად სწავლების/კვლევის პერიოდის ხანგრძლივობა, რომელშიც ხართ ჩართული);

  • სამართლებრივი ვალდებულების არსებობას, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ; ან

  • არის, თუ არა მიზანშეწონილი მათი შენახვა ჩვენი იურიდიული მდგომარეობის გათვალისწინებით (მაგალითად: მოქმედი ხანდაზმულობის, სასამართლო დავის ან მარეგულირებელი გამოძიების შესაბამისად).

 თქვენი უფლებები

თუ გსურთ მოითხოვოთ წვდომა, შეასწოროთ, განაახლოთ, აღკვეთოთ, შეზღუდოთ ან წაშალოთ პირადი ინფორმაცია, გააპროტესტეთ ან უარი თქვით პირადი ინფორმაციის დამუშავებაზე, ან თუ გსურთ მოითხოვოთ თქვენი პირადი ინფორმაციის ასლი სხვა კომპანიისთვის გადაცემის მიზნით (რამდენადაც გექნებათ აღნიშნული უფლებები მოქმედი კანონმდებლობით), გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბოლოს მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. ჩვენ ვუპასუხებთ თქვენს თხოვნას მოქმედი კანონის შესაბამისად. 

თქვენს მოთხოვნაში, გთხოვთ განგვიმარტოთ, თუ რომელი პირადი ინფორმაციის შეცვლა გსურთ ან პირადი ინფორმაციის რომელი ნაწილის ამოღება გნებავთ ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. თქვენი დაცვის მიზნით, ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ აღნიშნული მოქმედება მხოლოდ იმ პირად ინფორმაციასთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია ელ. ფოსტის კონკრეტულ მისამართთან, რომელსაც იყენებთ თქვენი მოთხოვნის გამოსაგზავნად. თქვენი მოთხოვნის შესრულებამდე შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი ვინაობის გადამოწმება. შევეცდებით შევასრულოთ თქვენი თხოვნა რაც შეიძლება მალე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება დაგვჭირდეს გარკვეული ინფორმაციის შენახვა ჩანაწერების გაკეთების მიზნით ან/და რომ დაასრულოთ ნებისმიერ ტრანზაქცია, რომელიც დაიწყეთ ცვლილების განხორციელების ან წაშლის მოთხოვნამდე. 

ჩვენ აღარ შევაგროვებთ ან მივიღებთ ახალ ინფორმაციას პლატფორმიდან, თუ უარს ამბობთ და აღარ აგრძელებთ კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის მიღებას. თუმცა შესაძლოა, უკვე შეგროვებული, დამუშავებული და შენახული ინფორმაციის წაშლა არ მოხდეს და ის გამოყენებული იქნას კლინიკური კვლევების მიზნებისთვის, მარეგულირებელი ნორმების ჩათვლით, თუ მოქმედი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

მომავალში შესაძლოა მოხდეს პლატფორმის ცვლილებების განხორციელება. ამ ცვლილებების ასახვისთვის საჭიროა, რომ გადახედოთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ნებისმიერ ასეთ ცვლილებას ჩვენ გამოვაქვეყნებთ ვებ-გვერდზე. ამიტომ, გვერდს უნდა გადახედოთ პერიოდულად. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა, მას შემდეგ, რაც განახლებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებ-საიტზე.

როგორ დაგვიკავშირდეთ

Science 37, Inc.
Jen Davis, Deputy General Counsel and Privacy Officer
(ჯენ დევისი, გენერალური მრჩეველის მოადგილე და კონფიდენციალურობის პოლიტიკის ოფიცერი)
600 Corporate Pointe #320
(600 კორპორატიული პუენტი #320)
Culver City, CA 90230
(კალვერ-სიტი, კალიფორნია 90230)

დამატებითი ინფორმაცია ევროპული ეკონომიკური სივრცისა და დიდი ბრიტანეთის შესახებ

ასევე შეგიძლიათ:

  • დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს (DPO-ს), მისამართზე: Privacy@Science37.com.

  • შეიტანოთ საჩივარი თქვენი ქვეყნის ან რეგიონის შესაბამის საზედამხედველო ორგანოში, სადაც ძირითადად ცხოვრობთ ან მუშაობთ, ან სადაც ადგილი აქვს მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის სავარაუდო დარღვევას. მონაცემთა დაცვის ორგანოების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://ec.europa.eu/newsroom/article29/item-detail.cfm?item_id=612080.