Skip to main content

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

ბოლო განახლება: 2023 წლის, 27 სექტემბერი

გლობალური კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანი

Science 37, Inc-ი (“Science 37,” “ჩვენ,”), იღებს ვალდებულებას დაიცვას თქვენი ინფორმაცია. ამავე მიზნით, გვსურს დეტალურად გაგაცნოთ ის, თუ როგორ ვახდენთ თქვენი ინფორმაციის დამუშავებას. Science 37-ის გლობალური კონფიდენციალურობის პოლიტიკა (“კონფიდენციალურობის პოლიტიკა”) აღწერს იმას, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ ინფორმაციას: ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: https://www.science37.com/ ;  კლინიკური კვლევების; ჩვენს მიერ კონტროლირებადი სოციალური მედიის გვერდების საშუალებით, რომლებიდანაც გაქვთ წვდომა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე („სოციალური მედიის გვერდები“); ჩვენს მიერ HTML-ფორმატით გამოგზავნილი შეტყობინებების მეშვეობით, რომლებიც შეიცავენ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბმულებს ან თქვენთან განხორციელებული სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით; და ასევე სხვა ოფლაინ ურთიერთქმედებებით ჩვენს შორის. ერთობლივად, ვებ-საიტს, სოციალური მედიის გვერდებს, ელ.ფოსტებსა და ოფლაინ ბიზნესით ურთიერთქმედებებს ჩვენ განვიხილავთ, როგორც ,,სერვისებს’’.

თუ კლინიკური კვლევისთვის თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-პროგრამებზე დაფუძნებულ პლატფორმას ან მობილურ აპლიკაციას, გთხოვთ, ეწვიოთ: Science 37 Web-based and Mobile Application Platform Privacy Policy -ს, რათა უფრო მეტი შეიტყოთ იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ Science 37-ის პლატფორმის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციას.

შინაარსი

პირადი და სხვა ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ და როგორ ვახორციელებთ ამას 

როგორ ვიყენებთ და ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას 

თქვენი ინფორმაციის გამჟღავნება

მესამე მხარისა და მომხმარებლის ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამა

თქვენი ინფორმაციის გადაცემა და შენახვა

მონაცემთა შენახვა 

უსაფრთხოება

სენსიტიური ინფორმაცია

ბავშვები

თქვენი არჩევანი პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით 

თქვენი უფლებები

გარე ან მესამე მხარის ბმულები

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

როგორ დაგვიკავშირდეთ

დამატებითი ინფორმაცია ევროპული ეკონომიკური სივრცისა და დიდი ბრიტანეთის შესახებ

დამატებითი ინფორმაცია კალიფორნიასთან დაკავშირებით

 

პირადი და სხვა ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ და როგორ ვახორციელებთ ამას 

პირადი ინფორმაცია

ამ კონფიდენციალურობის პოლიტაშიპერსონალური ინფორმაციანიშნავს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თქვენი პიროვნების იდენტიფიკაცია ან პირდაპირ თუ ირიბად გონივრული ასოცირება კონკრეტულ პიროვნებასთან. სერვისები აგროვებენ ისეთი სახის პირად ინფორმაციას როგორიცაა: სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, რეზიუმედან ან CV-დან აღებული ინფორმაცია, რომელიც მითითებული გაქვთ სამსახურში მისაღებ განაცხადში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და IP-მისამართი

ჩვენ უნდა შევაგროვოთ პირადი ინფორმაცია, რათა შევძლოთ მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვნილი სერვისები. თუ თქვენ არ მოგვაწვდით საჭირო ინფორმაციას, ჩვენ ვერ შევძლებთ სერვისების სახით მომსახურების გაწევას. თუ თქვენ გაამხელთ სხვა ადამიანის პირად ინფორმაციას ჩვენთან ან ჩვენი სერვისის მომწოდებლებთან, თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ ამის უფლებამოსილება და გვრთავთ ნებას გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

ჩვენ და ჩვენი სერვისის მომწოდებლები პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ სხვადასხვა გზით, მათ შორის, ზოგადად, სერვისების საშუალებით; სამუშაო განაცხადის დამუშავების პროცესში და სხვა წყაროებიდან. 

სერვისებისა და კლინიკურ კვლევაში ინტერესის არსებობისას  რეგისტრირების გზით 

ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას სერვისების მეშვეობით, მაგალითად: როდესაც თქვენ რეგისტრირდებით ინტერესის გამო ან კლინიკური კვლევისთვის, არეგისტრირებთ თქვენს ანგარიშს, რომ შეძლოთ სერვისებზე წვდომა, დაესწროთ ჩვენს რომელიმე ღონისძიებას ან რეგისტრირდებით საინფორმაციო ბიულეტენის გამოსაწერად. 

თუ თქვენ შემოუერთდებით Science 37-ს კლინიკურ კვლევას, თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების შესახებ - მათ შორის, კლინიკური კვლევის პროცესის დაწყებისას პირადი ინფორმაციის შეგროვების შესახებ.

სამუშაო შესაძლებობები 

თუ ჩვენი ვებ-საიტის საშუალებით გააკეთებთ განაცხადს სამსახურის შესახებ, თქვენი განაცხადი და თქვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი უნარებისა და ინტერესების შესაფასებლად Science 37-ში კარიერული ზრდის შესაძლებლობების მიღების თვალსაზრისით, ასევე, ანგარიშის გაკეთების მიზნით, რომელიც შეიძლება გახდეს საჭირო ქვეყანაში არსებული სპეციფიკური კანონმდებლობის გათვალისწინებით. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია თქვენთან კომუნიკაციისთვის და კარიერული ზრდის შესაძლებლობების არსებობის შესახებ ინფორმაციის თქვენთვის მოსაწოდებლად.

სხვა წყაროები

ჩვენ ვიღებთ თქვენს პირად ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან, მაგ.: საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზებიდან, კლინიკურ კვლევებში დამქირავებელ პარტნიორებსა და ერთობლივი მარკეტინგის პარტნიორებისგან, როდესაც ისინი თავად გვიზიარებენ აღნიშნულ ინფორმაციას.

სხვა ინფორმაცია

,,სხვა ინფორმაციაგულისხმობს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რომელიც არ ამჟღავნებს კონკრეტულ პიროვნებას ან უშუალოდ არ უკავშირდება იდენტიფიცირებულ პირს და მოიცავს ისეთი სახის ინფორმაციას, როგორიცაა მაგ.: ინტერნეტ ბრაუზერის ტიპი და გამოყენებული ოპერაციული სისტემა; თქვენს მიერ აქ შემოსაღწევად გამოყენებული საიტის დომენის სახელი; ვიზიტების რაოდენობა; საიტზე გატარებული საშუალო დრო და ნანახი გვერდები. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ინფორმაცია, მაგალითად, ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამისობის დასადგენად და მისი მუშაობის ან შინაარსის გასაუმჯობესებლად

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ და გავამჟღავნოთ სხვა ინფორმაცია ნებისმიერი მიზნით, გარდა იმ შემთვევისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია სხვაგვარი მოქცევა. თუ მოქმედი კანონის შესაბამისად, მოგვეთხოვება განვიხილოთ სხვა ინფორმაცია, როგორც პერსონალური, მაშინ ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ და გავამჟღავნოთ ის, იმ მიზნებისათვის, რომლებისთვისაც ვიყენებთ და ვამჟღავნებთ პერსონალურ ინფორმაციას და ისე, როგორც ეს დეტალურად არის განმარტებული წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლებელია გავაერთიანოთ პირადი და სხვა ინფორმაცია. გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ განვიხილავთ კომბინრებულ ინფორმაციას, როგორც პერსონალურს.

ჩვენს მიერ სხვა ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა გზით, მათ შორის გამოიყენება თქვენი ბრაუზერი და მოწყობილობები; cookie-ფაილები; გამჭვირვალე gif-ები/ვებ-შუქურები; ანალიტიკა; პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებები („SDKs“) და მობილური რეკლამის ID-ები (იდენტიფიკატორები); მესამე მხარის plugin-ები; ხდება მესამე მხარის ონლაინ მონიტორინგი; გამოიყენება Adobe Flash-ტექნოლოგია; ითვალისწინება ფიზიკური ლოკაცია.

თქვენი ბრაუზერიდან ან მოწყობილობიდან

 

გარკვეული ინფორმაციის შეგროვება ხდება ბრაუზერთა უმეტესობიდან ან ავტომატურად თქვენი მოწყობილობის მეშვეობით, ისეთი ინფორმაციის, როგორიცაა მაგალითად: თქვენი მედია წვდომის კონტროლის (MAC-ის) მისამართი, კომპიუტერის ტიპი (Windows- ან Mac-), ეკრანის რეზოლუცია, ოპერაციული სისტემის სახელწოდება და ვერსია, მოწყობილობის მწარმოებელი და მოდელი, ენა, ინტერნეტ ბრაუზერის ტიპი, ვერსია და თქვენს მიერ გამოყენებული სერვისების ვერსიები. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას, რათა დავრწმუნდეთ ჩვენი სერვისების გამართულად ფუნქციონირებაში

 

Cookie-ფაილები (ინფორმაცია, რომელიც ავტომატურად ინახება თქვენს კომპიუტერში)

 

ჩვენს ვებ-გვერდზე ხდება cookie-ფაილებს (ქუქი-ფაილების) გამოყენება. ეს პატარა ფაილებია, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში თქვენი ბრაუზერის მიერ. ქუქი-ფაილების საშუალებით ჩვენს ვებ-გვერდს შეუძლია ამოიცნოს ხართ, თუ არა ადრე ნამყოფი საიტზე და შესაძლოა შეინახოს მომხმარებლის პრეფერენციები და სხვა ინფორმაცია. მაგალითად: ქუქი-ფაილები შესაძლოა გამოყენებულ იქნას თქვენი სესიის განმავლობაში ჩვენი საიტის გამოყენების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად ან შესანახად (მათ შორის თქვენს მიერ ნანახი გვერდებისა და ჩამოტვირთული ფაილების ჩათვლით), თქვენი კომპიუტერის ოპერატიული სისტემისა და ბრაუზერის ტიპის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და შესანახად, თქვენი ინტერნეტ სერვისის მომწოდებლის, თქვენი დომენისა და IP-მისამართის, მთავარი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, ჩვენს საიტამდე ნანახი გვერდების და ჩვენი საიტის დატოვებამდე გამოყენებული ბმულის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და შენახვისათვის. თუ შეშფოთებული ხართ თქვენს კომპიუტერში ქუქი-ფაილების არსებობით, შეგიძლიათ მომართოთ თქვენი ბრაუზერი და უარი თქვათ ყველა ქუქი-ფაილზე ან მიუთითოთ მათი დაყენების დრო, რაც საშუალებას მოგცემთ გადაწყვიტოთ დაეთანხმოთ, თუ არა მათ მიღებას. ასევე, შეგიძლიათ თქვენი კომპიუტერიდან ქუქი-ფაილების წაშლა. მაგრამ გაითვალისწინეთ ის, რომ თუ გადაწყვეტთ მათ დაბლოკვას ან წაშლას, საიტის ზოგიერთმა ფუნქციამ შესაძლოა ვერ იმუშაოს გამართულად.

 

Science 37-ის ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - Science 37 Cookie Policy.

გამჭვირვალე Gif-ები (გრაფიკული გაცვლის ფორმატები - გიფები) 

 

ჩვენ ვიყენებთ პროგრამულ ტექნოლოგიას, რომელსაც ეწოდება გამჭვირვალე გრაფიკული გაცვლის ფორმატები - Clear Gifs (ასევე ცნობილია, როგორც ვებ-შუქურები, ვებ-შეცდომები ან პიქსელური ტეგები) სხვა ისეთ ტექნოლოგიებთან ერთად, როგორიცაა: ელექტრონული ტეგები (e-tags) და JavaScript-ი, რომლებიც გვეხმარება უკეთესად ვმართოთ ჩვენს საიტზე არსებული ინფორმაცია და იოლად ამოვიცნოთ, რომელი კონტენტია უფრო ეფექტური. გამჭვირვალე გიფები არის პატარა გრაფიკული გამოსახულებები, უნიკალური იდენტიფიკატორით, რომლებიც ქუქი-ფაილების ფუნქციის მსგავსად გამოიყენება ინტერნეტში მომხმარებლის მოძრაობის მონიტორიგისთვის. ქუქი-ფაილებისგან განსხვავებით, რომლებიც მომხმარებლის კომპიუტერის მყარ დისკზე ინახება, გამჭვირვალე გიფები უხილავად არის ჩანერგილი ვებ-გვერდებზე. გამჭვირვალე გიფების, ელექტრონული ტეგებისა და JavaScript-ის საშუალებით შეგროვებულ ინფორმაციას ჩვენ არ ვაბავთ  მომხმარებლის პირად ინფორმაციას. Science 37-ში გამჭვირვალე გიფებისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - Science 37 Cookie Policy.

ანალიტიკა

ჩვენ ვთანამშრომლობთ გარკვეულ მესამე მხარეებთან, რომ მოვიპოვოთ ზემოთ განხილული ავტომატურად შეგროვებული ინფორმაცია და მონაწილეობა მივიღოთ ანალიზში, აუდიტში, კვლევაში და ანგარიშის წარდგენაში. აღნიშნულმა მესამე მხარეებმა შეიძლება გამოიყენონ ვებ-ჟურნალები და ვებ-შუქურები და შესაძლოა წვდომა ჰქონდეთ თქვენი კომპიუტერისა თუ სხვა მოწყობილობის ქუქი-ფაილებზე. კერძოდ, საიტი იყენებს Google Analytics -ს ზემოთ მოცემული მიზნებისთვის, გარკვეული ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის. Google Analytics-ის ქუქი-ფაილების გამოყენებაზე უარის თქმა შეგიძლიათ აქ.

SDKs (პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები) და მობილური რეკლამის ID-ები (იდენტიფიკატორები)

 

ჩვენი სერვისები შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის SDK-ებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენ და ჩვენი სერვისის მომწოდებლებს, შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, ზოგიერთ მობილურ მოწყობილობას გააჩნია რეკლამის დასარედაქტირებელი ID-ები (ისეთების, როგორიცაა: Apple’s IDFA და Google’s Advertising ID), რომლებიც, მაგ. ქუქი-ფაილების და პიქსელური ტეგების მსგავსად, საშუალებას გვაძლევს ჩვენ და ჩვენი სერვისის მომწოდებლებს, რომ დროულად გამოვავლინოთ თქვენი მობილური მოწყობილობა სარეკლამო მიზნებისთვის. 

მესამე მხარის Plugin-ები (ფლაგინები)

 

ჩვენი ვებ-გვერდი შესაძლოა შეიცავდეს სხვა კომპანიების plugin-ებს (ფლაგინებს), სოციალური მედიის კომპანიების ჩათვლით (მაგ: Facebook-ის ღილაკს “Like”-ი  “მოწონება”). მათ შეუძლიათ შეაგროვონ ინფორმაცია, მაგალითად თქვენს მიერ მონახულებული გვერდების შესახებ და გაუზიარონ ამ ფლაგინების შემქმნელ კომპანიას, მაშინაც კი თუ თქვენ არ დააწკაპუნებთ მასზე. აღნიშნული მესამე მხარის ფლაგინებს მართავს მათი შემქმნელი კომპანიების კონფიდენციალურობის პოლიტიკა და პირობები. 

მესამე მხარის ონლაინ თვალის დევნება (მონიტორინგი)

 

ჩვენ ასევე შეიძლება ვითანამშრომლოთ გარკვეულ მესამე მხარეებთან ამ ნაწილში აღწერილი ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გამოყენების მიზნით. მაგალითად: ჩვენ შეიძლება დავუშვათ, რომ მესამე პირებმა შექმნან ქუქი-ფაილები ან გამოიყენონ ვებ-შუქურები საიტზე ან ჩვენთან ელ. ფოსტით კომუნიკაციის დროს. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საიტის ონლაინ ანალიზისა და ინტერესის საფუძველზე რეკლამის გამოგზავნის მიზნით. გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ სექციას სახელწოდებითანალიტიკა და ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამის მიწოდება’’, რათა შეიტყოთ უფრო მეტი მისი გამოყენების შესახებ. 

 

შეჯამებული და ამოცნობილი ინფორმაცია

დროდადრო, ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია შევაგროვოთ და გავაზიაროთ შეჯამებული და ამოცნობილი ინფორმაცია სერვისების მომხმარებლების შესახებ. ამგვარი შეჯამებული და ამოცნობილი ინფორმაცია არ მოახდენს თქვენს პირად იდენტიფიცირებას. 

როგორ ვიყენებთ და ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას 

ჩვენ და ჩვენი სერვისის მომწოდებლები ვიყენებთ პირად ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ შემდეგი მიზნებისათვის:  

  • სერვისების ფუნქციების უზრუნველსაყოფად და თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად. 
  • რომ შევძლოთ სერვისების ფუნქციონალური უზრუნველყოფა, მაგალითად: წვდომა თქვენს ანგარიშზე; კლინიკური კვლევების ჩატარება; მომსახურებასთან დაკავშირებულ შეკითხვებსა და თხოვნებზე პასუხის გაცემა; მომხმარებელთა მომსახურების უზრუნველყოფა. 
  • რომ გიპასუხოთ და შევასრულოთ თქვენი თხოვნები, როდესაც თქვენ გვიკავშირდებით ჩვენი ერთ-ერთი საკონტაქტო ფორმის საშუალებით და გვიგზავნით შეკითხვებს, შეთავაზებებს, კომპლიმენტებს ან საჩივრებს ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებით.
  • რომ დავასრულოთ ტრანზაქციები, შევამოწმოთ თქვენი ინფორმაცია, ვუზრუნველყოთ მასთან დაკავშირებული სარგებელი ან მომხმარებელთა მომსახურება. 
  • რომ მოგაწოდოთ ადმინისტრაციული ინფორმაცია, ისეთი როგორიცაა: ცვლილებები ჩვენს წესეში, პირობებში და პოლიტიკაში;  აგრეთვე შევასრულოთ ჩვენსა და თქვენს შორის დადებული ნებისმიერი ჩვენი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა.
  • რომ მოგაწოდოთ დადასტურებები, ინფორმაცია ანგარიშის შესახებ, შეტყობინებები და მსგავსი კომუნიკაციები. 
  • რომ თქვენი სურვილის შემთხვევაში, შევძლოთ და მოგცეთ საშუალება  ჩვენი სერვისების მეშვეობით გაუგზავნოთ სხვა პირს შეტყობინები.

ჩვენ ჩავერთვებით ამ საქმიანობაში, რათა შევძლოთ ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ურთიერთობების მართვა ან/და შევასრულოთ სამართლებრივი ვალდებულებები. 

 

  • ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენის ან/და სხვა მარკეტინგული მასალების უზრუნველსაყოფად და სოციალურ ქსელებში გაზიარების ხელშესაწყობად.
  • რომ გამოგიგზავნოთ ჩვენი სერვისების, თუ სხვა თემების შემცველი მარკეტინგული ელ. წერილები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს თქვენთვის, მათ შორის საინფორმაციო ბიულეტენები, განახლებები ან სხვა კომუნიკაციები, ელ. წერილების ჩათვლით. 
  • რომ ხელი შევუწყოთ სოციალური მედიის გაზიარების ფუნქციას, რომლის გამოყენებასაც თავად ირჩევთ.

ჩვენ ამ საქმიანობაში ჩავერთვებით თქვენი თანხმობის საფუძველზე, ან თუ გვექნება ლეგიტიმური ინტერესი. 

  • ბიზნეს ანგარიშის დასადებად პერსონალური ინფორმაციის ანალიზისა და პერსონალიზირებული სერვისების მიწოდებისთვის. 
  • რომ მოხდეს ჩვენი მომხმარებლების პრეფერენციების გაანალიზება ან პროგნოზირება, რათა მოვამზადოთ საერთო ტენდენციების ანგარიშები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება ჩვენი ციფრული კონტენტი, რათა შევძლოთ ჩვენი სერვისების გაუმჯობესება.
  • რომ ზოგადად გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება, ჩვენი პროდუქტების ხარისხი და ზოგადად სერვისები, მათ შორის, ვებ-საიტის გაუმჯობესება და ჩვენი მომხმარებებლების გამოცდილების გაზრდა. . 
  • თქვენი ინტერესებისა და პრეფერენციების უკეთ გასაგებად, რათა შევძლოთ თქვენთან ურთიერთობის პერსონალიზაცია, ინფორმაციის მოწოდება ან/და თქვენს ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების გაკეთება.
  • თქვენი პრეფერენციების უკეთ გასაგებად, რათა შევძლოთ ჩვენი სერვისების საშუალებით ისეთი კონტენტის მოწოდება, რომელიც დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაფერისი და საინტერესო იქნება თქვენთვის. 

ჩვენ მოგაწვდით პერსონალიზირებულ ინფორმაციას ჩვენი ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე და თქვენი თანხმოს საფუძველზე, ისე, როგორც ეს მოგვეთხოვება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  • პირადი ინფორმაციის გაერთიანებისა ან/და ანონიმურობისთვის.
  • ჩვენ შესაძლოა თქვენი პირადი ინფორმაცია გავაერთიანოთ ან/და გავხადოთ ანონიმური, ისე რომ, ის აღარ ჩაითვალოს პირად ინფორმაციად. ამას ვაკეთებთ, იმისთვის რომ შევქმნათ სხვა მონაცემები, რომლებსაც გამოვიყენებთ და გავამჟღავნებთ ნებისმიერი მიზნისთვის, რადგან ის აღარ ახდენს თქვენი ან სხვა პიროვნების იდენტიფიკაციას.   

 

  • ჩვენი ბიზნეს მიზნების განსახორციელებლად.
  • მონაცემთა ანალიზისთვის მაგალითად: ჩვენი სერვისების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად (მაგ.: ვებ-გვერდის დამატებითი ანალიზისა და კვლევის ჩართვით, რომელიც ეხება სერვისებს).
  • აუდიტების უზრუნველსაყოფად, რათა შემოწმდეს, რომ ჩვენი შიდა პროცესები ფუნქციონირებს ისე, როგორც მოსალოდნელი იყო და შესაბამისობაშია იურიდიულ, მარეგულირებელ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
  • თაღლითობის პრევენციისთვისა და თაღლითობის უსაფრთხოების მონიტორინგისთვის მაგალითად: კიბერშეტევისა და პერსონალური ინფორმაციის მოპარვის მცდელობის გამოვლენისა და პრევენციისათვის. 
  • ახალი პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად ან არსებული სერვისების გაუმჯობესებისთვის
  • ჩვენი ამჟამინდელი პროდუქციისა და მომსახურების გაფართოვებისთვის, გაუმჯობესებისთვის, აღდგენისთვის, შეცვლისთვის ან შენარჩუნებისთვის, ასევე, ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომების მისაღებად. 
  • გამოყენების ტენდეციების იდენტიფიცირებამაგალითად: იმის გაგება, თუ ჩვენი მომსახურების რომელი ნაწილი არის ყველაზე მეტად საინტერესო ჩვენი მომხმარებლებისთვის (მაგ.: ვებ-საიტის ვიზიტორთა დათვლა და ამოცნობა და ვიზიტორთა მიერ საიტის და მისი სხვადასხვა ფუნქციების გამოყენების გაანალიზება). 
  • პერსონალის დაქირავებისთვის განკუთვნილი ჩვენი კამპანიების ეფექტურობის დასადგენად, რათა შევძლოთ ამ კამპანიების ადაპტირება ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე.
  • ჩვენი ბიზნესის მართვისა და გაფართოებისთვის – მაგალითად, იმის გასაგებად, თუ მომსახურების რომელი ნაწილია ჩვენი მომხმარებლებისთვის ყველაზე მეტად საინტერესო, რათა შევძლოთ და მოვახდინოთ ენერგიის ფოკუსირება ჩვენი მომხმარებლების ინტერესებზე.
  • იურიდიული ან/და მარეგულირებელი მოთხოვნების შესასრულებლად. 
  • ჩვენი ბიზნესის სამართავად.

 

ჩვენ ვერთვებით ამ საქმიანობაში, თქვენთან ჩვენი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობების, იურიდიული ვალდებულების შესასრულებლად ან/და ჩვენი კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე.

შესაძლოა, ვებ-გვერდის საშუალებით შეგროვებული ინფორმაცია დავაკავშიროთ სხვა კონტექსტში შეგროვებულ ინფორმაციასთან. ამ შემთხვევაში, აღნიშნულ კომბინირებულ ინფორმაციას ვმართავთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. 

თქვენი ინფორმაციის გამჟღავნება

ჩვენ ვუმჟღავნებთ პირად ინფორმაციას მესამე პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს კლინიკურ კვლევებს; სხვა მესამე მხარის სერვისის მომწოდებლებს და სხვა მეთოდებით. ასევე, თავად შეგიძლიათ გაამჟღავნოთ თქვენი პირადი ინფორმაცია.

კლინიკური კვლევები

ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, ან ვიღებთ მესამე მხარისგან, რომ ვუზრუნველყოთ ჩვენი კლინიკური კვლევები და სხვა სერვისები, როგორც ეს აღწერილია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. ნებისმიერი ასეთი მესამე მხარე ხელშეკრულების თანახმად ვალდებულია დაიცვას პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და გამოიყენოს ის მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რა მიზეზითაც ჩვენ ვუმჟღავნებთ მათ ამ ინფორმაციას.

მესამე მხარე - სერვისის მომწოდებლები

Science 37-ი სერვისების მომწოდებლებლებად იყენებს მესამე მხარეების დახმარებას, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ ჩვენი სახელით, მათ შორის, ვებ-ჰოსტინგის კომპანიებს, საფოსტო მომსახურების მომწოდებლებსა და ანალიტიკის პროვაიდერებს. სერვისების აღნიშნულ მომწოდებლებს შეუძლიათ შეაგროვონ ან/და გამოიყენონ თქვენი ინფორმაცია, რათა დაგვეხმარონ ზემოთ განხილული მიზნების მიღწევაში, მათ შორის შეაგროვონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს თქვენს იდენტურობას.

ჩვენ შეიძლება თქვენი ინფორმაცია გავუზიაროთ მესამე პირებს, როდესაც გვჭირდება თქვენი თხოვნების შესრულება მოთხოვნილი მომსახურების შესახებ, ასევე, რომ დავასრულოთ თქვენს მიერ დაწყებული ტრანზაქცია, რათა შევასრულოთ ნებისმიერი თქვენსა და ჩვენს შორის ან პარტნიორებთან  დადებული ხელშეკრულების პირობები ან კიდევ ჩვენი ბიზნესის სამართავად.

ინფორმაციის სხვა მიზნებისთვის გამოყენება და გამჟღავნება

ჩვენ ასევე ვიყენებთ და საჭიროების შემთხვევაში ვამჟღავნებთ თქვენს პირად ინფორმაციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვაქვს სამართლებრივი ვალდებულება ან კანონიერი ინტერესი, მათ შორის: 

  • რომ დავემორჩილოთ სასამართლო ბრძანებას, კანონს ან სამართლებრივ პროცესებს, მათ შორის, რომ ვუპასუხოთ მთავრობის ან მარეგულირებლის მოთხოვნებს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ არსებულ კანონებს.  
  • რომ ვითანამშრომლოთ სახელმწიფო და სამთავრობო სტრუქტურებთან, მათ შორის, რომ შევძლოთ მოთხოვნაზე პასუხის გაცემა ან ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მიგვაჩნია საჭიროდ და მიზანშეწონილად (ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ მყოფ ორგანოებს).
  • რომ ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის, მაგალითად:  როდესაც ჩვენ ვასრულებთ სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებსა და ბრძანებებს ან ვაწვდით იმ ინფორმაციას, რომელიც ვთვლით მნიშვნელოვნად.
  • სხვა იურიდიული მიზეზების გამო, მათ შორის; ჩვენი ვადებისა და პირობების ან ჩვენი უფლებების, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის ან/და ჩვენი შვილობილი კომპანიების, თქვენი და სხვისი ინტერესების დასაცავად.
  • სავაჭრო და ბიზნეს გარიგებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი მესამე მხარისთვის თქვენი პირადი ინფორმაციის გასამჟღავნებლად ან გადასაცემად, რეორგანიზაციის, გაერთიანების, გაყიდვის, შერწყმისას ერთობლივი საწარმოს შექმნის შემთხვევაში, დათმობის, გადაცემის ან სხვა ყველაფრის გასხვისების შემთხვევაში (მათ შორის გაკოტრების ან მსგავს პროცედურებთან დაკავშირებით).

ინფორმაციის საკუთარი ნებით გამჟღავნება

სერვისების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, რაც მოიცავს ინტერნეტ ფორუმებს, ჩეთს, პროფილის გვერდებს, ბლოგებსა და სხვა სერვისებს, რომელზეც შეგიძლიათ განათავსოთ ინფორმაცია და კონტენტი (მათ შორის შეზღუდვის გარეშე, ჩვენი სოციალური მედიის გვერდები). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ამ სერვისების საშუალებით განათავსებთ ან გამოაქვეყნებთ, გახდება საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვისა და სხვა მომხმარებლებისთვის, ასევე მოიცავს ინფორმაციის გამჟღავნებას სოციალური ქსელების საშუალებით.

 

მესამე მხარისა და მომხმარებლის ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამა

ვებ-საიტი საშუალებას აძლევს მესამე მხარის თვალყურისმადევნებელ მექანიზმებს შეაგროვონ თქვენი და თქვენი კომპიუტერული მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია, რომ გამოიყენონ ინტერესებზე დაფუძნებული ონლაინ რეკლამირებისთვის. მაგალითად: ისეთმა მესამე მხარემ, როგორიც არის Facebook-, შეიძლება გამოიყენოს ის ფაქტი, რომ თქვენ ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს და გამოიყენოს ეს ინფორმაცია რეკლამირების მიზნით. გარდა ამისა, ჩვენმა მესამე მხარის სარეკლამო ქსელებმა შეიძლება, ამავე მიზნებისთვის გამოიყენონ ინფორმაცია თქვენი ვებ-გვერდის გამოყენების შესახებ, თქვენი საერთო ონლაინ აქტივობის საფუძველზე. ინტერესზე დაფუძნებული სარეკლამო ბიზნესის მეთოდებზე და კონფიდენციალურობისთვის ეწვიეთ Network Advertising Initiative -ის ან Digital Advertising Alliance -ის ვებ-გვერდებს.

მესამე მხარის მიერ ონლაინ თვალთვალის მექანიზმების გამოყენება რეგულირდება მათი პირადი კონფიდენციალურობის პოლიტიკით და არა ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკით.   თუ თქვენ გსურთ, რომ მესამე მხარეებმა არ შექმნან ქუქი-ფაილების პარამეტრები და ჰქონდეთ წვდომა თქვენს კომპიუტერებსა თუ სხვა მოწყობილობებზე, თქვენ შეგიძლიათ ბრაუზერში დააყენოთ ქუქი-ფაილების დაბლოკვა. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ Network Advertising Initiative-ის საშუალებით თავად წაშალოთ კომპანიების მიზნობრივი რეკლამირება ოფციაზე უარის თქმით აქ, ან Digital Advertising Alliance-ში მონაწილე კომპანიების ოფციაზე უარის თქმით აქ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საიტი ამჟამად არ რეაგირებს ბრაუზერის სათაურებზე „არ ადევნოთ თვალი“, თქვენ შეგიძლიათ შეზღუდოთ თვალისყურის დევნება ამ მესამე მხარის პროგრამების საშუალებით და ზემოთ განხილული სხვა ნაბიჯების გადადგმით.

ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს Cookie Policy-ს, რომ შეიტყოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ მათი პარამეტრები.

თქვენი ინფორმაციის გადაცემა და შენახვა

Science 37-ის შტაბ-ბინა მდებარეობს რალიში, ჩრდილოეთ კაროლინა, შეერთებული შტატები. თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა და დამუშვება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება ან სადაც არიან ჩვენი სერვისის მომწოდებლები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ და ამ სერვისების გამოყენებით თქვენი ინფორმაციის გადაცემა ხდება ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს თქვენი ქვეყნისგან განსხვავებული მონაცემთა დაცვის რეგულაციები. გარკვეულ ვითარებაში, ამ სხვა ქვეყნების სასამართლოებს, სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ სააგენტოებსა და უსაფრთხოების ორგანოებს შეიძლება ჰქონდეთ თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომის უფლება.

დამატებითი ინფორმაცია ევროპული ეკონომიკური სივრცის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის შესახებ 

ევროპული ეკონომიკური სივრცის (ეეს) ზოგიერთი არაწევრი ქვეყანა აღიარებულია ევროპის კომისიის, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ, რომ უზრუნველყონ მონაცემთა დაცვის ადეკვატური დონე მათი სტანდარტების შესაბამისად (ადეკვატური დაცვის მქონე ქვეყნების სრული სია ხელმისაწვდომია აქ ). ევროპული ეკონომიკური სივრციდან, შვეიცარიიდან და გაერთიანებული სამეფოდან იმ ქვეყნებში ტრანსფერებისთვის, რომლებიც ევროკომისიას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, ჩვენ ვიღებთ ისეთ ადეკვატურ ზომებს, როგორიც არის ევროკომისიის მიერ მიღებული სტანდარტული საკონტრაქტო დებულებები პირადი ინფორმაციის დასაცავად. ამ ზომების ასლის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული განყოფილების ,,როგორ დაგვიკავშირდეთ’’ შესაბამისად. 

თუ კონფიდენციალურობის შესახებ გაქვთ შეკითხვები, თქვენი პირადი ინფორმაციის გადაცემასთან ან შენახვასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე: Privacy@Science37.com.

მონაცემთა შენახვა 

ჩვენ თქვენს მონაცემებს ვინახავთ საჭირო ან ნებადართული დროის განმავლობაში, იმ მიზნის (-ების) გათვალისწინებით, რომლის განსახორციელებლადაც იქნა მიღებული, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

მონაცემთა შენახვის ვადების დასადგენი კრიტერიუმები მოიცავს: 

 

  • დროის პერიოდს, როდესაც ჩვენთან გაქვთ მუდმივი ურთიერთობა და სარგებლობთ ჩვენი სერვისებით ( მაგალითად: სანამ გაქვთ ჩვენი ანგარიში ან განაგრძობთ სერვისების გამოყენებას); 
  • სამართლებრივი ვალდებულების არსებობას, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ (მაგალითად: გარკვეული კანონები გვავალდებულებენ, რომ მოხდეს თქვენი ტრანზაქციის ჩანაწერების შენახვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში); ან 
  • არის თუ არა მიზანშეწონილი მათი შენახვა ჩვენი იურიდიული მდგომარეობის გათვალისწინებით (მაგალითად: მოქმედი ხანდაზმულობის, სასამართლო დავის ან მარეგულირებელი გამოძიების შესაბამისად).

 

უსაფრთხოება

Science 37-ი ვალდებულია დაიცვას თქვენს მიერ ჩვენთვის გაზიარებული პირადი ინფორმაცია.

ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ უსაფრთხოების გონივრული ტექნოლოგიების, პროცედურებისა და ორგანიზაციული ზომების კომბინაცია, რათა დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან ან გამჟღავნებისგან. სამწუხაროდ, მონაცემთა გადაცემის ან შენახვის სისტემა არ შეიძლება იყოს 100%-ით დაცული. თუ თქვენ საფუძველი გაქვთ იფიქროთ, რომ თქვენი ურთიერთობა ჩვენთან აღარ არის უსაფრთხო, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ ქვემოთ მოცემული განყოფილების ,,როგორ დაგვიკავშირდეთ’’ შესაბამისად.

სენსიტიური ინფორმაცია

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩვენ თვითონ მოვითხოვთ ინფორმაციას, სხვა შემთხვევებში გთხოვთ, რომ არ გამოგვიგზავნოთ და ჩვენი სერვისების ან სხვა საშუალებით არ გაამჟღავნოთ ნებისმიერი სახის სენსიტიური პირადი ინფორმაცია (მაგ: სოციალური დაცვის ნომრები, ინფორმაცია რასობრივი ან ეთნიკური წარმოშობის შესახებ, თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, რელიგიური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ბიომეტრიული ან გენეტიკური ნიშნები, კრიმინალური წარსული ან პროფკავშირის წევრობა).

ბავშვები

Science 37-ის მომსახურება არ არის გათვლილი თვრამეტ (18) წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ამიტომ, ჩვენ არ ვაგროვებთ 16 წლამდე ბავშვების პირად ინფორმაციას, არასრულწლოვნის მშობლის ან კანონიერი მეურვის თხოვნისა და თანხმობის გარეშე, თუ ამას მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს.

თქვენი არჩევანი პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით 

ჩვენ გთავაზობთ არჩევანს თქვენი პირადი ინფორმაციის ჩვენს მიერ გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით, აგრეთვე მარკირებისთვის გამიზნული ღონისძიებების ჩათვლით.

თუ არ გსურთ მიიღოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი ელ. წერილები, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ გამოწერა, ღილაკ ,,გამოწერის გაუქმება’’-ზე ხელის დაჭერით ან ჩვენთან დაკავშირებით ელ. ფოსტაზე: Privacy@Science37.com

Science 37-ი ასევე გთავაზობთ ნაწილობრივ უარის თქმის პარამეტრს. ეს ოფცია საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ მონაცემთა ელემენტები, თუ რომლის უზრუნველყოფა გსურთ და რომლის არა. გარკვეულ მონაცემთა ელემენტებზე უარის თქმის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით მისამართზე: Privacy@Science37.com

Science 37-ი არ აზიარებს პირად ინფორმაციას მესამე მხარესთან მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი ნებართვის გარეშე. 

Science 37-ი შეეცდება შეასრულოს თქვენი მოთხოვნა რაც შეიძლება მალე და მოქმედი კანონის შესაბამისად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ უარს იტყვით მარკეტინგთან დაკავშირებული ელ. წერილების მიღებაზე, ჩვენ მაინც გამოგიგზავნით მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ შეტყობინებებს, რომელთა ნებაყოფლობით არჩევასაც ვერ შეძლებთ. 

თქვენი უფლებები

თუ გსურთ მოითხოვოთ წვდომა, შეასწოროთ, განაახლოთ, აღკვეთოთ, შეზღუდოთ ან წაშალოთ პირადი ინფორმაცია, გააპროტესტეთ ან უარი თქვით პირადი ინფორმაციის დამუშავებაზე, ან თუ გსურთ მოითხოვოთ თქვენი პირადი ინფორმაციის ასლი სხვა კომპანიისთვის გადაცემის მიზნით (რამდენადაც გექნებათ ეს უფლებები მოქმედი კანონმდებლობით), გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბოლოს მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. ჩვენ ვუპასუხებთ თქვენს თხოვნას მოქმედი კანონის შესაბამისად. თუ თქვენ ხართ კალიფორნიის მკვიდრი იხილეთ, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბოლოს მოცემული სექცია:დამატებითი ინფორმაცია კალიფორნიასთან დაკავშირებით, მოთხოვნებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისათვის, რომელთა გაკეთება შეგიძლიათ CCPA–ს შესაბამისად.

თქვენს მოთხოვნაში, გთხოვთ განგვიმარტოთ, თუ რომელი პირადი ინფორმაციის შეცვლა გსურთ ან პირადი ინფორმაციის რომელი ნაწილის ამოღება გნებავთ ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. თქვენი დაცვის მიზნით, ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ აღნიშნული მოქმედება მხოლოდ იმ პირად ინფორმაციასთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია ელ. ფოსტის კონკრეტულ მისამართთან, რომელსაც იყენებთ თქვენი მოთხოვნის გამოსაგზავნად. თქვენი მოთხოვნის შესრულებამდე შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი ვინაობის გადამოწმება. შევეცდებით შევასრულოთ თქვენი თხოვნა რაც შეიძლება მალე. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება დაგვჭირდეს გარკვეული ინფორმაციის შენახვა ჩანაწერების გაკეთების მიზნით.

ჩვენ აღარ შევაგროვებთ ან მივიღებთ ახალ ინფორმაციას სერვისებიდან თუ თქვენ გახვედით და აღარ მონაწილეობთ კლინიკურ კვლევებში. თუმცა შესაძლოა, უკვე შეგროვებული, დამუშავებული და შენახული ინფორმაციის წაშლა არ მოხდეს და ის გამოყენებულ იქნას კლინიკური კვლევების მიზნებისთვის, მარეგულირებელი ნორმების ჩათვლით, თუ მოქმედი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

გარე ან მესამე მხარის ბმულები

ეს ვებ-გვერდი შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ვებ-გვერდის ბმულებს. თუ გამოიყენებთ ამ ბმულებს და დატოვებთ საიტს, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა მათ არ შეეხება და ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი ნებისმიერი მესამე მხარის კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის დაცვაზე ან სხვა ქმედებაზე, მათ შორის ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მართულ ნებისმიერ სხვა მოქმედ ვებ-გვერდზე ან სერვისზე, რომლებსაც უკავშირდება სერვისები. სერვისებზე ბმულის ჩართვა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს დაკავშირებულ საიტს ან სერვისს. 

გარდა ამისა, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი სხვა ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის შეგროვებაზე, გამოყენებაზე, გამჟღავნებაზე ან მათ უსაფრთხოების პოლიტიკაზე და საერთოდ სხვა ორგანიზაციების პოლიტიკაზე, ისეთი ორგანიზაციების, როგორიცაა მაგ.: Facebook-ი, Apple-ი, Google-ი, Microsoft-ი, RIM-ი და აგრეთვე არ ვართ პასუხისმგებელნი აპლიკაციების ნებისმიერ სხვა დეველოპერზე, აპლიკაციების პროვაიდერზე, სოციალური მედიის პლატფორმის პროვაიდერზე, ოპერატიული სისტემის პროვაიდერზე, უკაბელო სისტემის პროვაიდერზე ან მოწყობილობის მწარმოებელზე, მათ შორის ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის მიმართ, რომელსაც სხვა ორგანიზაციებს აცნობთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდების საშუალებით. თუ ჩვენს ვებ-გვერდზე ჩამოთვლილი მესამე მხარის რომელიმე საიტზე წვდომას აირჩევთ, ეს იქნება თქვენი პირადი პასუხისმგებლობა. 

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

მომავალში შესაძლოა მოხდეს ვებ-გვერდზე ცვლილებების განხორციელება. ამ ცვლილებების ასახვისთვის საჭიროა, რომ გადახედოთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ნებისმიერ ასეთ ცვლილებას ჩვენ გამოვაქვეყნებთ ვებ-გვერდზე. ამიტომ, გვერდს უნდა გადახედოთ პერიოდულად. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა, მას შემდეგ, რაც განახლებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას გამოვაქვეყნებთ სერვისებზე. 

როგორ დაგვიკავშირდეთ

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის შეკითხვები ან კომენტარის გაკეთება გსურთ Science 37-ის გლობალურ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე: Privacy@Science37.com. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ მისამართზე:

Science 37, Inc.
Attention: Data Protection Officer
3005 Carrington Mill Blvd, Suite #500
Morrisville NC 27560
 

დამატებითი ინფორმაცია ევროპული ეკონომიკური სივრცისა და დიდი ბრიტანეთის შესახებ 

  • Science 37 მდებარეობს აშშ-ი. Science 37 იცავს და იყენებს EEA-სა და გაერთიანებული სამეფოს აღიარებულ სტანდარტულ სახელშეკრულებო დებულებებს და EEA-დან და გაერთიანებული სამეფოდან აშშ-ში პერსონალური ინფორმაციის გადასაცემად სხვა აღიარებულ მექანიზმებს

ასევე შეგიძლიათ 

  • დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს (DPO-ს), მისამართზე: Privacy@Science37.com
  • შეიტანოთ საჩივარი თქვენი ქვეყნის ან რეგიონის შესაბამის საზედამხედველო ორგანოში, სადაც ძირითადად ცხოვრობთ ან მუშაობთ, ან სადაც ადგილი აქვს მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის სავარაუდო დარღვევას. მონაცემთა დაცვის ორგანოების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://ec.europa.eu/newsroom/article29/item-detail.cfm?item_id=612080.

დამატებითი ინფორმაცია კალიფორნიასთან დაკავშირებით 

 

კალიფორნიის სამომხმარებლო კონფიდენციალურობის შესახებ 2018 წლის კანონის თანახმად ("CCPA"), ჩვენ გთავაზობთ შემდეგ დამატებით დეტალებს პერსონალური ინფორმაციის კატეგორიებთან დაკავშირებით, რომლებსაც კალიფორნიის მაცხოვრებლების შესახებ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ.

 

პირადი ინფორმაციის შეგროვება, გამჟღავნება

სქემა მოიცავს: (1) პირადი ინფორმაციის კატეგორიებს, როგორც ეს აღნიშნულია კმკა-ში (კალიფორნიის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის აქტში - "CCPA"-ში), ინფორმაციას, რომლის შეგროვებას ვგეგმავთ, აგრეთვე, რომელიც უკვე შევაგროვეთ და გავამჟღავნეთ ბოლო 12 თვის განმავლობაში; და (2) ინფორმაციას მესამე მხარის კატეგორიებისთვის, რომლებსაც ოპერატიული ბიზნეს მიზნებისთვის უკვე გავუმჟღავნეთ წინა 12 თვის მონაცემები.

 

პირადი ინფორმაციის კატეგორიები

მესამე მხარის კატეგორიებისთვის გამჟღავნებული ინფორმაცია ოპერატიული ბიზნეს მიზნებისთვის 

იდენტიფიკატორები, ისეთები როგორიცაა: სახელი, მეტსახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, უნიკალური პირადი იდენტიფიკატორები, ონლაინ იდენტიფიკატორები 

სერვისის მომწოდებლები; ბიზნეს პარტნიორები; იურიდიული ორგანოები

ინტერნეტის ან ქსელის აქტივობის შესახებ ინფორმაცია, ისეთი როგორიცაა: დათვალიერების ისტორია, ძიების ისტორია და ურთიერთობა ჩვენს ონლაინ რესურსებთან ან რეკლამასთან 

სერვისის მომწოდებლები

 

პირადი ინფორმაციის გაყიდვა და გადაცემა

კალიფორნიის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის აქტის თანახმად, თუ კომპანია ყიდის პერსონალურ ინფორმაციას, კალიფორნიის მცხოვრებლებს უნდა მისცეს უფლება უარი განაცხადონ პირადი ინფორმაციის გაყიდვაზე. ჩვენ არვყიდითპირად ინფორმაციას. ჩვენ არ ვყიდით 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნების პირად ინფორმაციას. ჩვენ არ გავაზიაებთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორც ეს განსაზღვრულია CCPA-ით, რომელიც წარმოადგენს პერსონალური ინფორმაციის მესამე მხარისათვის გამჟღავნებას კონტექსტური ქცევითი რეკლამის მიზნებისთვის.

პირადი ინფორმაციის წყაროები

 

როგორც ზემოთ ავღწერეთ, ჩვენ ვაგროვებთ პირად ინფორმაციას, როდესაც თქვენ გვიკავშირებით ჩვენი სერვისების საშუალებით. 

 

პირადი ინფორმაციის გამოყენება

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს პერსონალური ინფორმაცია ჩვენი ბიზნესის ოპერირების, მართვისა და შენარჩუნებისთვის, ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად და ჩვენი მიზნების მისაღწევად, მათ შორის ზემოთ აღწერილი მიზნებისთვის.

 

კალიფორნიის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის აქტში აღნიშნული უფლებები და მოთხოვნები 

ინფორმაციის გაცნობისა და წაშლის მოთხოვნა

თუ კალიფორნიის მკვიდრი ბრძანდებით, მაშინ შეგიძლიათ შემდეგი მოთხოვნების განხორციელება: 

  1. ინფორმაციის გაცნობის მოთხოვნა : თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ გაგიმჟღავნონ ბოლო 12 თვის ინფორმაცია
    • თქვენს შესახებ ჩვენს მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაციის კატეგორიები, ასევე, წყაროთა კატეგორიები, საიდანაც მოხდა აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება;
    • თქვენს შესახებ შეგროვებული პირადი ინფორმაციის კონკრეტული ნაწილები
    • ბიზნეს ან კომერციული მიზნებისთვის შეგროვებული თქვენი პირადი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); და 
    • გაზიარებული და გამჟღავნებული პირადი ინფორმაციისა და მესამე მხარის კატეგორიები, ვისთანაც გაზიარდა და გამჟღავნდა ასეთი სახის პირადი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  2. წაშლის მოთხოვნა: თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაციის წაშლა.

ინფორმაციის გაცნობის, ან ინფორმაციის წაშლის მოთხოვნისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 1-866-888-7580 ან დაგვიკავშირდეთ სექციის ზემოთ არსებული ღილაკის ,,როგორ დაგვიკავშირდეთ’’ გამოყენებით. ჩვენ გადავამოწმებთ და გიპასუხებთ მოთხოვნაზე მოქმედი კანონის შესაბამისად პერსონალური ინფორმაციის ტიპისა და კონფიდენციალურობის გათვალისწინებით. შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა, ისეთის როგორიცაა თქვენი სახელი, ელ. ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი, თქვენი პიროვნების დასაზუსტებლად და თაღლითური მოთხოვნებისგან თავის დასაცავად. თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ მოთხოვნა 13 წლამდე ასაკის ბავშვის სახელით, თუ თქვენ ხართ ბავშვის მშობელი ან კანონიერი მეურვე. თუ წაშლის მოთხოვნით მოგვმართავთ, შეიძლება მოგთხოვოთ თქვენი მოთხოვნის დადასტურება, სანამ არ წავშლით თქვენს პირად ინფორმაციას. 

 

თუ თქვენ გსურთ მოითხოვოთ ინფორმაციის გაცნობა ან ინფორმაციის წაშლა კალიფორნიის მკვიდრის სახელით, როგორც უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოთ აღწერილი წარდგენის მეთოდები. გადამოწმებისას, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა მოგთხოვოთ თქვენი უფლებამოსილი აგენტობის/წარმომადგენლის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ასევე შეიძლება მოიცავდეს:

1. კალიფორნიის სახელმწიფო მდივანთან თქვენი რეგისტრაციის დამადასტურებელ მტკიცებულებას/საბუთს კალიფორნიაში ბიზნესის წარმოების შესახებ;

2. რეზიდენტისგან მინდობილობის დამადასტურებელ საბუთს სამემკვიდრეო კანონთა კოდექსის 4121-4130 მუხლების შესაბამისად

სენსიტიურიდოელლი საბუთი, რომეაციის გამოყენების შეზღუდვისა და გამჟღავნების უფლება

Science 37 არ იყენებს ან ავრცელებს სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას CCPA-ს მიერ უფლებამოსილი მიზნების მიღმა.

მონაცემთა შენახვის ნაწილი

Science 37 ინახავს პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვთვლით, რომ იგი არის გონივრულად საჭირო ამ პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის ან სხვაგვარად გაცნობილი თქვენ მიერ შეგროვების დროს, ან თქვენი უფლებამოსილებით, ან კანონით მოთხოვნილი.

 

თუ თქვენ უფლებამოსილი აგენტი ხართ და ჩვენთვის არ მოგიწოდებიათ რეზიდენტის მინდობილობა სამემკვიდრეო კოდექსის 4121-4130 მუხლების შესაბამისად, ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია მოვთხოვოთ რეზიდენტს:

1. უშუალოდ ჩვენთან გადამოწმდეს რეზიდენტის ვინაობა; ან

2. პირდაპირ დაგვიდასტუროს, რომ ნამდვილად რეზიდენტმა მოგცათ მოთხოვნის გაკეთების ნებართვა. 

 

დისკრიმინაციის აკრძალვის უფლება

 

თქვენ უფლება გაქვთ არ დაექვემდებაროთ უკანონო დისკრიმინაციულ მოპყრობას CCPA– თანახმად თქვენი უფლებების განხორციელებისას.